მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
01-03-2021
ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დაწყებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებიღ ღონისძიება ჩაატარეს.
„წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღეს ემოციურად დატვირთული ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა, ამავე დროს არის ძალიან დიდი გმირობისა და თავდადების დღე. სკოლის მოსწავლეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ყველა ქართველის საერთო მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია. აუცილებლად მივაღწევთ და მოხდება ჩვენი ხალხისა და ერის გაერთიანება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს