ხორხელის საბაზო სკოლაში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა
01-03-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საბაზო სკოლაში ოკუპაციის კვირეული გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

„მოსწავლეები - თიკო ლომაშვილი და გიორგი თუმანიშვილი გაეცნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს; რუსეთის იმპერიის 117- წლიან ბატონობას; 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასა და  1921წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელახალ ოკუპაციას რუსეთის მიერ. შეიქმნა პოსტერები სლოგანით -  „არა ოკუპაციას“. ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმები მარო მაყაშვილსა და იუნკრებზე. ოკუპაციის კვირეული ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ეკა ბუაძემ და  ნათია მჭდლიშვილმა ჩაატარეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203