ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს
01-03-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის 100 წლისთავი აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებლები - ფატმან სურმანიძე და თინათინ დავითაძე) სლოგანით, „25 თებერვალი - შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.
მოსწავლეები აქტივობაში განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ.