ლიტერატურული საღამო, კონფერენცია და პოსტერები - ოკუპაციის კვირეული გომის საჯარო სკოლაში
28-02-2021

ოკუპაციის კვირეული ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლაში - საბჭოთა ოკუპაციის თემაზე გამართულ მრავალფეროვან აქტივობებში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ჩაერთვნენ. 

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ციური თედიაშვილმა მოაწყო ლიტერატურული საღამო „პირველი ოკუპაციის 100 წელი“. 

ისტორიის მასწავლებლის მიერ მეცხრე კლასის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „წითელი თებერვალი“. კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლების მებრძოლთა ხსოვნას. მონაწილეებმა წარმოადგინეს თემები საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით, გაავლეს პარალელები დღევანდელობასთან და გამოთქვეს ღრმა რწმენა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევით და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს დაუბრუნდება დაკარგული ტერიტორიები და ჩვენი სამშობლო კვლავ გამთლიანდება. 

ასევე, მეორე კლასის მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203