წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა, 1921 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
აღნიშნული ბრძოლის შესახებ, მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და ლექსი წაიკითხეს.
გარდა ამისა, უყურეს ვიდეოს ,,1921 წელი იუნკერები და საქართველოს გასაბჭოება. ამით მოსწავლეებმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს ქართველი გმირებისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ.
საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: