
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში, საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს, მოსწავლეებმა ნახატები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრებით ანექსიის მიმართ პროტესტი გამოხატეს. ბავშვებმა ნახატზე მავთულხლართებით გაყოფილი საქართველო გამოსახეს.
ცნობისთვის, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა.
იხილეთ ფოტოები: