„ოკუპაცია 100“ - ჭარნალის საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო
27-02-2021

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100-წლისთავთან დაკავშირებით, ჭარნალის საჯარო სკოლაში მოეწყო კვირეული. კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრასა და სკოლის ბიბლიოთეკასთან ერთად, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა და არსებული რეგულაციების სრული დაცვით,

მოეწყო ნორჩ მხატვართა გამოფენა: „ოკუპაცია 100“, ასევე  გამოიცა კედლის გაზეთი: „მას შემდეგ 100 წელი გავიდა“. 

ბიბლიოთეკის აქტივმა მოაწყო თემატური ლიტერატურის გამოფენა, უფროსკლასელთა მიერ დამზადდა ვიდეორგოლი „საქართველო 1921-2021 წელი" და ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ აქტივობებში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე.

კვირეულს ჭარნალის სკოლის არც ერთი კლასი არ გამოკლებია, ბავშვებმა არაერთხელ გაიხსენეს ეს იუნკერების სისხლით შეღებილი 1921 წლის 25 თებერვალი და ჩატარებული  ლექცია-სემინარებით, კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203