„შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ - მორძგვეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციას კვირეული მიეძღვნა
27-02-2021

როინ მიროტაძის სახელობის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მორძგვეთის საჯარო სკოლაში   საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით   ჩატარდა  კვირეული: „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“.

 

სწორედ პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებაა, მორძგვეთის სკოლის მოსწავლეებმა დეტალურად რომ იციან, რა მოხდა ზუსტად 100 წლის წინ და როგორ შეიცვალა საქართველოს ბედი ამ საკრალური დღის შემდეგ.

მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ეკატერინე კაპანაძის ხელმძღვანელობით, გამოუშვეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს ნახატების გამოფენა. კვირეულის ბოლო დღეს, 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების თემაზე მომზადებული  ვიდეოკოლაჟი  წარმოადგინა  IX კლასის მოსწავლემ მარიამ კაპანაძემ, ღონისძიება დამთავრდა ლიტერატურული კომპოზიციით: „თოვდა... და თბილისს ებურა თალხი“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203