„რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს“ - თბილისის N12 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა ოკუპაციის 100 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს 
27-02-2021
თბილისის N12 საჯარო სკოლაში, VII ბ კლასის ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით: „რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს“. პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, დღეს თბილისის მეთორმეტესკოლელებმა კარგად იციან, რომ ზუსტად 100 წლის წინ, საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რუსული გაკვეთილების მსხვერპლი. 2021 წლის 25 თებერვალი ყოველთვის წითელ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში.

თუმცა ბავშვებმა ისიც იციან, თუ რა პოლიტიკური მოვლენები უსწრებდა საბჭოთა ოკუპაციას - მანამდე იყო დამოუკიდებელი საქართველოს არცთუ ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც ყოველთვის იქნება სიამაყის საფუძველი.

„მოსწავლეებმა მიმოიხილეს დემოკრატიული საქართველოს სამწლიანი ისტორია და რუსული წითელი არმიის შემოსვლა საქართველოში“, - აღნიშნულია თბილისის N12 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203