ვახანის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს
27-02-2021

1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში გარდატეხა მოახდინა და წითელ ლაქად გასდევს საუკუნეებს - 2021 წლის 25 თებერვალს ამ სარკასტული თარიღიდან 100 წელი შესრულდა და ეს არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვახანის საჯარო სკოლაში დავიწყებიათ.

ისტორიის პედაგოგი, ია ვეფხვაძე სასკოლო საზოგადოებას სწორედ რუსული ოკუპაციის შესახებ ესაუბრა და კიდევ ერთხელ გაახსენა ეს ტკივილიანი, იუნკერების სისხლით შეღებილი დღე.

„ვახანის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ია ვეფხვაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაახსენა 1921 წლის 25 თებერვალი - 100 წელი საქართველოს ოკუპაციიდან. აქტივობას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და ამ მოვლენების გახსენებაც არანაკლებ ტკივილიანი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის“ , - აღნიშნულია ვახანის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203