ენაგეთის საჯარო სკოლაში რუსული ოკუპაციის 100 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს და კედლის გაზეთი გამოსცეს
27-02-2021

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია და რომელიც ყოველთვის დარჩება იმის მაგალითად, თუ რისი გაკეთება შეუძლია „რუსულ ჩექმას“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ენაგეთის საჯარო სკოლაში, 25 თებერვალი და ოკუპაციის 100 წლისთავი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ - საქართველოს ოკუპაციისა და კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ინიციატორი, ენაგეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ნონა ბეგაშვილი გახლდათ, რომელმაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნო იმდროინდელი საქართველოს ყოფა. საყვარელ ნონა მასწავლებელთან ერთად, ანაგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთიც გამოსცეს და ასე გააპროტესტეს რუსული ოკუპაციის 100 წლისთავი - 1921 წლის 25 თებერვალი, დღე, რომელიც ყოველთვის წითელ ლაქად დარჩება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203