„ეს წიგნი ყველა მოსწავლემ უნდა წაიკითხოს“ - აჭყვის საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბში მორიგი ნაწარმოები განიხილეს
27-02-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებს, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ირინე გორგაძე ხელმძღვანელობს. კლუბში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საყვარელი ნაწარმოებები იკითხონ და შემდეგ იმსჯელონ იმ ემოციებზე, რომელიც ამა თუ ნაწარმოების კითხვისას დაეუფლათ.

ამჯერად, კლუბში განიხილეს წიგნი „თევზი ხეზე“. კლუბის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ნინი აბუსელიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ირინა მასწავლებლის საშუალებით შეიტყვეს უამრავი რამ ლიტერატურის შესახებ: „მიყვარს კლუბში მუშაობა, კლუბის წევრები, ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. წიგნის კითხვა სასიამოვნო პროცესია. აუმჯობესებს ჩვენს წარმოსახვით უნარებს, გვეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში. წიგნი არის საუკეთესო მასწავლებელი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დამიტოვა წიგნმა „თევზი ხეზე“. ეს წიგნი ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს.

ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია, თორემ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი - ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203