ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე სწავლას ბრიტანეთის ელიტურ სკოლაში განაგრძობს
26-02-2021

Etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეს - მარიამ ასრათაშვილს წარმოგიდგენთ.

მარიამი X კლასში სწავლობს და მომავალი წლიდან, განათლებას ბრიტანეთში მიიღებს - მარიამ ასრათაშვილი ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთის, ელიტურ სკოლაში, სრული დაფინანსებით ისწავლის, რადგან იგი 2020-2021 წლის NMC-ს სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია.

„მშობლიური სკოლა ულოცავს მარიამს ამ მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას!

ჩვენ ვამაყობთ მარიამის მიღწევებით, მისი მიზანსწრაფულობითა და შრომისმოყვარეობით, ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს ოჯახის, მშობლიური სკოლისა და სამშობლოს სასიკეთოდ!“, - აღნიშნულია ნინოწმინდის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203