გომარდულის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა
შუახევის მუნიციპალიტეტის გომარდულის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა თემატური კონფერენცია.
„თოვდა ... და თბილისს ეხურა თალხი“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები: „25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღე“, „ქართველი იუნკერები“, „კოჯორი-ტაბახმელას ბრძოლა“, „მარო მაყაშვილი“.
წარმოდგენილ თემებში ისაუბრეს საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიაზე, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაზე და ამ ბრძოლაში თავისუფლებისათვის გმირულად დაღუპულ იუნკერებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მარო მაყაშვილზე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გმირის წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: