ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
26-02-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში მოსწავლეებმა ბუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ღონისძიება სიმღერით დასრულეს.
„ჩვენი ქვეყნის დედაბუნების მრავალფეროვნებაზე და მის მოფრთხილებაზე დიდაქტიკური მოხსენებები წაგვიკითხეს ჩვენმა პატარებმა ბოლოს ისეთი სიმღერა დასჭექეს - „რომეე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.