„თავისუფალი გაკვეთილი“ ზარზმასა და რაბათში - გურკელის საჯარო სკოლა ექსკურსიაზე იმყოფებოდა
09-11-2017
გურკელის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილი“ ჩატარდა.
„თავისუფალი გაკვეთილი“ მოგზაურთა კლუბმა, ექსკურსიის სახით, ზარზმასა და რაბათში მოაწყო.
ექსკურსია პროექტ „შეისწავლე შენი მხარის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიის თანაცხოვრების გაცნობა და გააზრება იყო.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ექსკურსიაზე საკმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია გაიგეს: „მოსწავლეებმა ექსკურსიაზე საკმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს. მათ გაიგეს, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელ ხალხს საუკუნეების მანძილზე კონფლიქტი არასდროს არ ჰქონიათ. რომ შევაჯამოთ, ექსკურსიამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს