
თბილისის N133 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში და არაერთ წარმატებასაც აღწევს; სკოლის პედაგოგებმა კარგად იციან, რომ საჭიროა ბავშვების ჩართულობა განსაკუთრებით ისეთ ღონისძიებებში, რომელიც ჩვენს ეროვნულ საგანძურს - კულტურულ მემკვიდრეობას ეხება.
სასკოლო პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ ფარგლებში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაია ჩალაბაშვილის ხელმძღვანელობით N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჰოლოზეუმში ნიკალა ფიროსმანის ნახატების ციფრულ გამოფენაზე. ჩვენი მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურული ძეგლების გაცნობა, პატივისცემა და დაცვაა.
„ამ პროექტის მიზანიც ესაა. ჩვენი საამაყო წარსულის დაფასება სხვებსაც უნდა გადავდოთ. მადლობა მაია მასწავლებელს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია თბილისის N133 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.