„არდავიწყება ჩვენი ვალია“ - ბორის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციას ღონისძიება მიეძღვნა
26-02-2021
საქართველოს ისტორიაში, არის თარიღები, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში და ეს ყველაფერი დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ოკუპაციის დღეა და 25 თებერვალს, 100 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან.
ამ თარიღს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლა გვერდს ვერ აუვლიდა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს, რომელსაც ბორის სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი ემოცია და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის მოვლენები რომელთა არდავიწყება ჩვენი ვალია“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს