ქუტურის საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
26-02-2021
ხონის მუნიციპალიტეტის ქუტურის საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ გაიმართა.
„ქუტირის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ღონისძიება „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უფროსკლასელები, რომლებმაც ლექსებით გაალამაზეს ეს დღე და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერებსა და სტუდენტებს.
პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ აკაკი რუხაძე და მაია ფეიქრიშვილი“ , - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს