მულახის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლექცია ჩატარდა
26-02-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის მილახის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის ლექცია ჩატარდა.
„25 თებერვალს ოკუპაციის დღის აღსანიშნავად მულახის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ჯორჯი გუჯეჯიანმა მოსწავლეებისთვის ლექცია გამართა და მათ 100 წლის წინ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირების დეტალებზე ესაუბრა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.