ჭალეს თემის N2 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დროშა დაუშვეს
26-02-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დროშა დაუშვეს. მოსწავლეებმა კი სიმბოლურად ნეკერჩხლის ნერგები დარგეს.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.

დღეს 25 თებერვალია…

„იმ დროს ჩარხი უკუღმა დატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა-შემოდიოდა სიკვდილი ცელით“..

ჩვენ აფხაზეთიდან ვართ...საქართველოს 20% ოკუპირებულია...ეხლა აფხაზეთის საზღვრისპირა სოფლის სკოლაში ვსწავლობთ...თითქოს ყველაფერი ლამაზია აქ...მზეც...მთებიც...მაგრამ...

სკოლის ფანჯრიდან სხვა მთებიც ჩანს...იმ მთებს უცხო ფანჯრიდან ჩვენი მშობლები ხშირად უყურებენ...იქ მთებს ქვევით ჩვენი სახლია...ეხლა აფხაზი ცხოვრობს...ბაბუამ წლების წინ ნეკერჩხლის ხე დარგო ეზოში, შვილიშვილები ითამაშებენო...თუმცა ვეღარ დავბრუნდით, ვერ ვნახეთ როგორ ლამაზად გაიზარდა ნეკერჩხალი...მეზობლის ბიჭმა გვითხრა, შორიდან თვალი მოვკარი, ულამაზესი იდგაო წითელი ფოთლებით, ფოთლები ლამობდნენ ჩამოვარდნას პატრონს ელოდნენო...

ჩვენ კი ვეღარ მივდივართ...დღეს აქაურ სკოლაში ნეკერჩხლის ნერგები დავრგეთ და სურვილიც ჩავუთქვით...უნდა დავბრუნდეთ...იქ ბაბუას დარგული ნეკერჩხლის ხე გველოდება...“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203