ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს
26-02-2021
ხონის მუნიციპალიტეტის ნამაშევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ მოვლენიდან 100 წელი გავიდა. ხონის მუნიციპალიტეტის ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისადმი თავიანთი დამოკიდებულება, პანდემიიდან გამომდინარე, ერთგვარი აქციით გამოხატეს. დაამზადეს პოსტერები, რომლებზეც დააფიქსირეს თავიანთი აზრი და პოზიცია სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დასაცავად. დაუშვეს დროშა, პატივი მიაგეს იმ გმირებს, რომლებმიც მედგრად იდგნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და ტრაგიკულად დაიღუპნენ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203