აფხაზეთის N2 სკოლის მოსწავლეები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში მონაწილეობდნენ
26-02-2021
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის, ინგა თოდუას ხელმძღვანელობით, მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ, დაედგინათ 1921 წლის თებერვლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიმართულებები და შეავსეს შესაბამისი კონტურული რუკები.

სკოლის ინფორმაციით, კვირეულის მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ სრული ინფორმაცია რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.

„1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203