წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ანექსიის კვირეული ჩატარდა
26-02-2021

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში 22 -25 თებერვალს საბჭოთა ანექსიის კვირეული ჩატარდა.

„სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად მრავალი აქტივობით გაიხსენეს 1921 წლის საბჭოთა ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია.

კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გაეცნოთ და მიეღოთ ინფორმაცია, როგორ დაიწყო ბოლშევიკური რეჟიმის დამყარება ამიერკავკასიაში და რა გზა გაიარა საბჭოთა არმიამ თბილისის ასაღებად..

სკოლის პედაგოგების, სასკოლო საზოგადოების და მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა სემინარები, დოკუმენტური ფოტო და ვიდეო მასალის გაცნობა.

გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი, რომელიც 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. გმირები რომლებმაც დაწერეს მე-20 საუკუნის 20 -იანი წლების ქვეყნის ერთგულების და გმირობის მატიანე.. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და მრავალი სხვა ერის კაცი რომლებიც ანექსიამდე და ანექსიის შემდგომაც
ქმნიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

წითელი არმიის მიერ დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოჭრა და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების კვირეული დასრულდა მოსწავლეების მიერ ანექსიის თემის პოსტერების, ნახატების გამოფენით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203