„ყველაზე ხშირად ვფიქრობ, ჩემს როლზე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში“ - შახალ ისმაილოვი, ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021

როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კორონავირუსის პანდემიამ. რა ახარებს ​მასწავლებლებისგან და რას ურჩევდა მშობლებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი საუბრობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- რომ აუცილებელია რეკომენდაციების განუხრელი დაცვა, მხარში დგომა, გასაჭირის გაზიარება, ზრუნვა და ა.შ.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებისა და მეტი ტექნიკური რესურსების შეძენის აუცილებლობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც გამოწვევების წელს, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გვასწავლა, როგორც თანამშრომლებთან ურთიერთობაში, ისე მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან მიმართებაში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის გამოვლინება, მხარში დგომა, პროფესიონალიზმი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- ის რომ მიუხედავად ასაკისა მათ ამ გამოწვევებს კარგად გაართვეს თავი.

- მშობლებს ვურჩევდი. . .
- უფრო მეტად დაუდგნენ სკოლას მხარში, რომ მათი შვილები უფრო ღირსეული და განათლებული პიროვნებები აღიზარდონ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- მომავალზე, ჩემს როლზე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203