მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს
26-02-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სკოლაში საბჭოთა საოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მერიის საჯარო სკოლის მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თემატური ნამუშევრები შექმნეს.
2021 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა.