„ვსწავლობთ თამაშით“ - დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში მონაწილეობენ
26-02-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ.

„ვსწავლობთ თამაშით... ჩვენ ვაწყობთ მკითხველთა თეატრს და ვდგამთ როლურ თამაშებს საინტერესო გმირებით და სიუჟეტებით.

აღნიშნული აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს უვითარებს მეტყველების, მოსმენისა და შემოქმედებით უნარებს. 

ისინი პატარა მსახიობები არიან, რომლებიც ირგებენ საკუთარ როლებს. ინტონაციის, ჟესტის და მიმიკის გამოყენებით, სცენაზე წარმოადგენენ საყვარელ პერსონაჟებს.

შემდეგ კი, ვმართავთ წარმოდგენის შეფასებაზე ორიენტირებულ დისკუსიას. დამწყები მსახიობები მსჯელობენ ძლიერ, დასახვეწ ასპექტებსა და საკუთარი როლის ეფექტურობაზე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203