რცხმელურის საჯარო სკოლის პედაგოგები, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობენ
26-02-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით - „ახალი სკოლის მოდელი“ გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასკოლო საზოგადოება ტრენინგებში ჩაერთო.