ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა, რომელიც პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავსა და საქართველოს ოკუპაციას მიეძღვნა
26-02-2021
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში 22 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებითი კვირეული მიძღვნილი პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი და საქართველოს ოკუპაციისადმი.
„ისტორიის პედაგოგებმა ჩაატარეს ლექციური ხასიათის საპრეზენტაციო გაკვეთილები. მოეწყო დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ ოკუპაციის თემაზე შექმნილი ნახატების და ფოტოების გამოფენა. საჯაროდ წაიკითხეს ზემოდხსენებულ საკითხებზე იმ დროის თვითმხილველთა მოგონებები და ქართველი შემოქმედ მწერალთა და პოეტთა მიერ ზემოდხსენებულ თემებისათვის მიძღვნილი მხატვრული ნაწარმოებები და ლექსები“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს