ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა
26-02-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
აქტივობებში ჩართული იყვნენ მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეები.
„ქართულისა და ისტორიის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს პირბადეები საქართველოს დროშით, შექმნეს უამრავი ნახატი, სადაც გადმოსცეს საკუთარი ემოცია, შეხედულება და დამოკიდებულება 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა სკოლაში აღმართული სახელმწიფო დროშა დავუშვით გლოვის დღესთან დაკავშირებით. კლასში გაიმართა მინი ლექცია თემაზე - „ოკუპაციის 100 წელი“. გავეცანით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვნახეთ დოკუმენტური მასალები და ვისაუბრეთ იმ დროის გმირების ისტორიას. ყველა აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული თითოეული მოსწავლე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს