ქობულეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
26-02-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში, დედის დღის აღსანიშნავად, ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, II კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მადონა კაკალაძე) დედებს დედის დღე ინგლისურ ენაზე მიულოცეს.

„ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა. პროექტორით იყო ნაჩვენები მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებით აგებული პრეზენტაცია; ინგლისურ ენაზე გაჟღერებული იყო ლექსები, სიმღერები, რომლებსაც მთელი გულით და სიყვარულით ასრულებდნენ მოსწავლეები. დედის დღეს გილოცავთ, ჩვენო საყვარელო დედებო. (ინგლისური ენის მასწავლებელი ლიანა მეგრელიძე)", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203