
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-11დ კლასის მოსწავლე, იური ბალახაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის ტელე - რადიო სტუდიაში ერთ თვიან სტაჟირებას გაივლის.
„ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-11დ კლასის წარმატებული მოსწავლე, იური ბალახაძე, რომელიც განათლების ფორუმის „სწორი არჩევანი“ ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გათამაშების „შეკითხვა მოსწავლეს“ გამარჯვებული გახდა. იური ბალახაძე ერთთვიან სტაჟირებას გაივლის უნივერსიტეტის ტელე-რადიო სტუდიაში.
სკოლა ამაყობს თავისი აღსაზრდელით და შემდგომში წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნულია სკოლი მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.