
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაცემულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი სასახელო ქმედებები გაიხსენეს.
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული პატივი მიაგეს მაკარ ბურჭულაძეს, რომელიც რაიონის მკვიდრი იყო და სოფელ სამებაში დიდი პატივით არის დაკრძალული.
1921 წლის ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ნინო სიხარულიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: