
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისტავს ისტორიის გაკვეთილი მიეძღვნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ისტორიაში IX კლასებში.
პედაგოგის სოფიო ობოლაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალებით შექმნილი პრეზენტაციები, წაიკითხეს ნაწყვეტები ლიტერატურული ტექსტებიდან.
საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: