ჯავახის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჟანა ოქრიაშვილმა სასკოლო კონკურსში წარმატება მოიპოვა
25-02-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟანა ოქრიაშვილი სასკოლო კონკურს „დიდგორელის“ მე-3 ეტაპზე, 63 ქულით მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.

სკოლის ინფორმაციით, „დიდგორელის“ ფინალი პირველი სამი უმაღლესი ქულის მქონე მონაწილეს შორის გაიმართება.

სკოლის დირექცია ჟანა ოქრიაშვილს წარმატებებს უსურვებს.

კონკურსი „დიდგორელი“, რომლის მხარდამჭერია „არემჯი“, მიზნად საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203