ლეღვანის საჯარო სკოლაში, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
25-02-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში, „ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით“, კვირეული გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა: ოკუპაციის ამსახველი ფოტო-გამოფენა; ლექცია, თემაზე - „ქართველი გმირები, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას“;  დისკუსია - „ქართველი გმირები და ანტიგმირები“; შემაჯამებელი ლექცია, თემაზე - „70-წლიანი ოკუპაცია და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენა“.

ღონისძიებები ისტორიის პედაგოგის, ნოდარ ტაბატაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203