„თოვდა და თბილისს ებურა თალხი...“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში გაკვეთილი საქართველოს ოკუპაციას მიეძღვნა
25-02-2021

25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ქობულეთის N2 საჯარო სკოლას და მას VIII ბ კლასში ჩატარებული მოქალაქეობის გაკვეთილი სრულად დაეთმო.

„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს  მიეძღვნა ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIII ბ კლასში ჩატარებული მოქალაქეობის გაკვეთილი თემაზე - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“... 
მასწავლებელი, გიული მჟავანაძე, მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე, გაიხსენეს პირველი იუნკერები, საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი; რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უთანასწორო ბრძოლაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აგრეთვე 1918-1921 წლებში  საქართველოში მოქმედ თვითმმართველობის მიღწევებზე, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალბატონ - ფარი ხანუმ სოფიევაზე, რაც მუსლიმი თემის  მიერ დემოკრატიული არჩევნების გზით ქალის არჩევის პირველი პრეცედენტია მსოფლიოში“, - აღნიშნულია ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203