ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
25-02-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
„საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ძალდატანებითი გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ლიის მე-2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა უამრავ ინფორმაციას მოუყარეს თავი ამ დღესთან დაკავშირებით და გაუზიარეს თანატოლებს და დამსწრე საზოგადოებას. მხატვრულად წაიკითხეს პატრიოტულ თემებზე დაწერილი ლექსები და შეასრულეს რამოდენიმე სიმღერა. ღონისძიების დასასრულს, პატივი მიაგეს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილისა და მისი თანატოლების, იუნკერების ხსოვნას.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა კვირკვია და ისტორიის პედაგოგი - ლელა ლუკავა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს