კლდის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მინი ღონისძიებები გაიმართა
25-02-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ისტორიის მასწავლებლის - შორენა ჭყოიძის ხელმძღვანელობით მინი - ღონისძიებები გაიმართა. 

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დაცემის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი
წელი გასტანა.

კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიის მასწავლებლის - შორენა ჭყოიძის - ხელმძღვანელობით, პანდემიიდან გამომდინარე, ჩატარდა მინი - ღონისძიებები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის კლასების მიხედვით. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203