
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდა.
მოეწყო ნახატების გამოფენა. მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებმა, ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს თემები ოკუპაციასთან დაკავშირებით და ლექსები წაიკითხეს.
სკოლის დირექცია ყველა იმ მასწავლებელს და მოსწავლეს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებაში, აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უცხადებს.
იხილეთ ფოტოები