ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
25-02-2021
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
„მოსწავლეებმა საკუთარი თვალთახედვით წარმოადგინეს რუსული აგრესიის შედეგები, მოსწავლეებთან მინი ლექცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარეს ისტორიის მასწავლებლებმა: ირინე კოპალიანმა და ზაზა კიწმარეიშვილმა.
ასევე ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით უყურეს ფილმს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე. მოსწავლეემა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ დაღუპულ გმირებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს