
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში გრძელდება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება პედაგოგების ინგა თოდუა (ისტორია) და ირინე ჯოლოგუას (სამოქალაქო განთლება) ორგანიზებით.
„ამჯერად, მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად განიხილეს წერილობითი ისტორიული წყაროები. შექმნეს დროის ხაზი, სადაც თანმიმდევრულად დაალაგეს ოკუპაციის პერიოდში (1921წ) მიმდინარე მოვლენები. იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგებზე და პასუხი გასცეს კითხვას: „თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ".
შეხვედრის მეორე ნაწილში სლაიდების საშუალებით შეაფასეს წარმოდგენილი დოკუმენტური ფოტომასალა/კარიკატურები. ჩაწვდნენ ავტორის ჩანაფიქრს. გამართეს დისკუსია დასმული საკითხის ირგვლივ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: