ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ნახატი შექმნეს
25-02-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ჟუჟუნა აფციაურისა და სახვითი ხელოვნების პედაგოგ ნინო ლონდარიძის დახმარებით ნახატი შექმნეს.

„მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად გაიხსენეს თუ როგორი მძიმე და მტკივეული თარიღია 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიისათვის. ბავშვებმა ნახატზე გამოსახეს მავთულხლართშემოვლებული საქართველოს რუკა, რომელიც სიმბოლურად იუნკერების მიერ დაღვრილი სისხლისფრად შეღებეს. ნამუშევარს თემატური წარწერებიც წაუმძღვანეს, რითაც ამ დღის ტრაგიკულობას კიდევ უფრო გაუსვეს ხაზი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203