კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა
25-02-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება „ანბანის ზეიმი“.
„2020-2021 საწავლო წელს პირველ ა კლასში ჩავატარეთ ღონისძიება სახელწოდებით „ანბანის ზეიმი“, სადაც მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები ასო-ბგერებზე; იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა მასალისაგან დაამზადეს მათთვის საყვარელი ასო-ბგერები. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების მსვლელობაში.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლლეებში მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობას, სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. შედეგად, მოსწავლეები, ასევე სსმ. მოსწავლე- იყვნენ მოტივირებულები და აქტიურად ჩართულები.
პირველი ა კლასის ხელმძღვანელი ლალი თეთრაშვილია, ხოლო ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგი: ხათუნა ბორაშვილი", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს