მულახის საჯარო სკოლა დიდთოვლობის მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას
25-02-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა დიდთოვლობის მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და რეგულაციებს მკაცრად იცავს.

„ზემო სვანეთში დიდთოვლობის მიუხედავად სსიპ სოფელ მულახის საჯარო სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლებისდაგვარად ოპერატიულ რეჟიმში მოახერხა სოფლის შიდა გზების გაწმენდა,რამაც არ შეაფერხა სასკოლო ტრანსპორტით მოსწავლეთა ტრანსპორტირება. სოფელ მულახის საჯარო სკოლა დიდთოვლობის პირობებში მკაცრად იცავს კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203