აწყურის საჯარო სკოლის თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ, რომ სკოლაში უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემო იყოს
25-02-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს. 

„აწყურის საჯარო სკოლის თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სკოლაში გვქონდეს უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემო, ყოველ დილით სკოლის ეზოშივე ხდება მოსწავლეთა თერმოსკრინინგი, კონტროლდება მოსწავლეთა შენობაში შესვლა ნაკადებად- საფეხურების მიხედვით, პირბადეების სავალდებულო ტარება თანამშრომლების და მეხუთე - მეთორმეტე კლასელების მიერ, ვზრუნავთ დისტანციის დაცვაზე, ინვენტარის დეზინფექცია ხორციელდება სამ საათში ერთხელ, სველი წერტილები მუდმივად კონტროლდება და აღჭურვილია ჰიგიენის საშუალებებით, დერეფნებში კედლებზე დამონტაჟებულია 12 ხელის დეზინფექციის დისპენსერი, შესასვლელებში განთავსებულია სამი დეზობარიერი, გვაქვს საიზოლაციო ოთახი და თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ ვიტარებთ ტესტირებას კოვიდ-19-ზე. ჩვენი სამინისტრო და ჩვენც ვიზრუნეთ და ამჟამად სკოლაში გვაქვს ჰიგიენისათვის საჭირო მარაგები. ჯანმრთელობა და წარმატება ჩვენს სასკოლო საზოგადოებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203