
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, მეგი სალთხუციშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ვიდეოპრეზენტაცია მოამზადა.
მოსწავლემ ამ თარიღთან დაკავშირებით ისტორიული ცნობები წარმოადგინა. მოსწავლის პრეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციულია.
საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო