ხელვაჩაურის N1 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ცხოველები და საზოგადოება“.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თებერვალში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა სადისკუსიო-საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ცხოველები და საზოგადოება“.
„შეხვედრაზე მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი ცხოველის ყოლასთან, მის მოვლასთან და მათ გრძნობებთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ ცხოველებზე და მათთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: