რცხმელურის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
25-02-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რცხმელურის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა: ხათუნა ტვილდიანმა და სოფიკო ტვილდიანმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლა და მთელი პედკოლექტივი, მასწავლებლებს ულოცავს სტატუსის ამაღლებას და მომავალში წარმატებს უსურვებს.