ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტერაქტიული ღონისძიება - „არა ბულინგს“ ჩაატარეს
25-02-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, დაწყებით კლასებთან თანამშრომლობითი კულტურის ფარგლებში, ინტერაქტიული ღონისძიება „არა ბულინგს“ ჩაატარეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა აქტუალური თემა, მრავალფეროვანი აქტივობებით, განსხვავებულ ფორმატში წარმოადგინეს.

„თითქოს გაცვეთილი, მაგრამ ამავდროულად, საჭირბოროტო და აქტუალური თემა განსხვავებულ ფორმატში წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობებით - კითხვა-პასუხის რეჟიმი, დისკუსია, მინი ლექცია, წყვილებში მუშაობა, სიტუაციური ამოცანის ანალიზი და სხვა.

მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს ბულინგის სახეებზე და მისი პრევენციის გზებზე.

სკოლის დირექტორმა, ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და ყველას უსურვა მშვიდობიანი, მეგობრული და ხალისიანი თანაცხოვრება“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203